ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნინო ქათამაძე, ლადო აფხაზავა და კიდევ 7 პირი სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი, მათ შორის, ნინო ქათამაძე, ლადო აფხაზავა და მაია ცირამუა სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მათ წინააღმდეგ დავა 26 იანვარს ქუთაისში, მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული აქციის გამო დაიწყო.

საქმეზე წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები