“შეიქმნა საკოორდინაციო პლატფორმა სალომე ზურაბიშვილთან, სადაც პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთად ვისხდებით და რეგულარულად ვისაუბრებთ ყველა საკითხზე” – ელენე ხოშტარია

“მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა საკოორდინაციო პლატფორმა პრეზიდენტთან [სალომე ზურაბიშვილთან], სადაც პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთად ვისხდებით და რეგულარულად ვისაუბრებთ ყველა საკითხზე”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

“ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტი თავად იტყვის, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ იმ ადამიანების სანქცირებაზე, რომლებიც არიან ჩართული ამ პოლიტიკური საქმეების აბსოლუტურად არაკონსტიტუციურად, უკანონოდ შეკერვაზე. იქნება ეს ცრუ მოწმეები, მოსამართლეები თუ ა.შ. ამაზე ერთობლივად ვიმუშავებთ. ეს სიები ყველას გაგვაჩნია. „ენჯეოებს“ აქვთ, ჩვენ გვაქვს და ამას შევაჯერებთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები