„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი – მზია ამაღლობელზე: აქვს გარკვეული სახის ჩივილები, რაც შიმშილობას ახასიათებს 

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, საკმაოდ მხნედ გრძნობს თავს ქალბატონი. თუმცა, მას გააჩნია გარკვეული სახის ჩივილები, რაც ზოგადად შიმშილის ეფექტს ახასიათებს ამდენი დღის განმავლობაში”,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამაღლობელი კლინიკაში რჩება.

“მოგეხსენებათ, პარასკევს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმთა ჯგუფის მიერ იქნა ნანახი, შემდეგ ჩვენთან შეხვედრა მოხდა და ერთობლივი, შეჯერებული რეკომენდაციები იქნა გაცემული, რაზეც პაციენტმა თანხმობა განაცხადა. საუბარია იმ სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაზე და იმ გართულებების პრევენციაზე, რაც ზოგადად ამდენი დღის შიმშილის ეფექტს ახასიათებს. დღეს დილიდან, მკურნალ ექიმთან ერთად ეს ყველაფერი გავიარეთ, საკონტროლო კვლევები შესრულდა, ნანახი იქნა სხვადასხვა პარამეტრი, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ამ შედეგების შედეგად, პაციენტს კიდევ შევხვდით, მისი მდგომარეობა, მონიტორინგის აუცილებლობა და მოსალოდნელი გართულებების შესახებ ავუხსენით. ქალბატონი მზია საკმაოდ გონიერი ადამიანია, აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს ამ ყველაფერს, მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და უგრძელდება მონიტორინგის პროცესი ჩვენი კლინიკის პირობებში. დიახ, კლინიკაში რჩება, უგრძელდება მონიტორინგის პროცესი. მან გაითვალისწინა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ გავუწიეთ. მოსალოდნელი გართულებების შესახებ ავუხსენით, აქედან გამომდინარე, ის დათანხმდა, რომ კლინიკის პირობებში მონიტორინგის პროცესი გაგრძელდეს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები