ლაშა ხუციშვილი: გასული წელი საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოირჩეოდა; საქართველოში ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა 9,5% შეადგინა, რითაც გამორჩეულია საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში

“გასული წელი საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოირჩეოდა. საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9,5% შეადგინა, რითაც გამორჩეულია საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ფიქსირდება მთელს მსოფლიოში”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სამუშაო წლის შეფასებაზე საუბრისას, გადაცემაში „იმედის კვირა“ ისაუბრა.

„პრემიერის პრიორიტეტი იყო ის, რომ ბალანსი მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო, როგორც სოციალურ, ასევე ინფრასტრუქტურულ მიმართულებაზე. ერთის მხრივ კაპიტალური დანახარჯები, რომელიც ასევე თავის მხრივ მაღალი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორია, თუმცა, მეორეს მხრივ სოციალური მიმართულება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის“, – აღნიშნა  ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები