„რუსეთის პრეზიდენტს სურს, რომ უკრაინაში ხალხის სიკვდილი შეწყდეს“ – ტრამპს პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს, რათა მოლაპარაკებოდა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, ამის შესახებ  მან  The Post-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

„სჯობს გავჩუმდე“, – განაცხადა ტრამპმა, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რამდენჯერ ისაუბრეს ლიდერებმა.

მაგრამ ის თვლის, რომ პუტინი მართლაც სწუხს საბრძოლო ველზე დაღუპულების შესახებ.

„მას სურს, რომ უკრაინაში ხალხის სიკვდილი შეწყდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

„ყველა ეს მოკლული, ახალგაზრდა, ლამაზი ადამიანები. ისინი შენი შვილებივით არიან, ორი მილიონი და სრულიად უმიზეზო“.

ტრამპმა თქვა, რომ სამწლიანი ომი არასდროს მოხდებოდა, თუ ის 2022 წელსაც პრეზიდენტი იქნებოდა.

”მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან, ბაიდენი ჩვენი ქვეყნის სირცხვილი იყო, სრული სირცხვილია, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმა ომის დასასრულებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები