ირაკლი ქადაგიშვილი: მოვუწოდებთ ელჩებს, მათი ქმედება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ პატივისცემით იყოს განმსჭვალული

„მოვუწოდებთ ელჩებს, რომ მათი ქმედება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ პატივისცემით იყოს განმსჭვალული,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ,  ირაკლი ქადაგიშვილმა დანიისა და პოლონეთის საელჩოების მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა, რომლებიც დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

„მრავალი შემთხვევა ვნახეთ, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები უხეშად ერეოდნენ ქვეყნის საშინაო საქმეებში. განსაკუთრებით პოლიტიკურ პროცესებში, წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია არა მარტო დიპლომატიური ქცევის წესებით და კანონებით, არამედ ზოგადად, სუვერენიტეტის შელახვას ნიშნავს, ნიშნავს დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფას. ამიტომ, მოვუწოდებთ ელჩებს, რომ მათი ქმედება იყოს პატივისცემით განმსჭვალული ჩვენი სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები