გიორგი ვოლსკი – ოპოზიციაზე: დღემდე ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა შეიყვანონ ისეთ ტურბულენტურ გარემოში, რომელსაც ნგრევის გარდა არაფერი არ მოჰყვება
დღემდე ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა შეიყვანონ ისეთ ტურბულენტურ გარემოში, რომელსაც ნგრევის გარდა არაფერი არ მოჰყვება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„დღემდე ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა შეიყვანონ ისეთ ტურბულენტურ გარემოში, რომელსაც ნგრევის გარდა არაფერი არ მოჰყვება. რასაკვირველია, ამას შეფასება სჭირდება, საიდან მოდის და რა დანაშაულები აქვთ ამ ადამიანებს ჩადენილი, რომლებიც დღეს ცდილობენ განსაკუთრებით ახალგაზრდებს წინ გაუძღვნენ რაღაც დემოკრატიის ბაირაღებით“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შესწავლას იწყებს. საკანონმდებლო ორგანო დასკვნას 6-თვიანი გამოძიების შემდეგ, სექტემბერში პროკურატურას წარუდგენს. გამოძიება სამხედრო გენერლებსა და ჯარისკაცებს არ შეეხება.