ლევან მაჭავარიანი – USAID-ზე: ეს, რა თქმა უნდა, არის სკანდალი – ჩვენი ოპოზიციისთვის ეს სერიოზული დარტყმაა ისევე, როგორც „ენჯეოებისთვის“, რომლებიც ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ
ჩვენი ოპოზიციისთვის ეს სერიოზული დარტყმაა ისევე, როგორც „ენჯეოებისთვის“, რომლებიც ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ და პირდაპირ თუ ირიბად, USAID-გან ან NED-გან ფინანსდებოდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა USAID-ის საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას.
„ეს, რა თქმა უნდა, არის სკანდალი. ჩვენი ოპოზიციისთვის ეს სერიოზული დარტყმაა ისევე, როგორც „ენჯეოებისთვის“, რომლებიც ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ პრინციპში, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, USAID-გან ან NED-გან ფინანსდებოდნენ, ვინაიდან ისინი დარჩენილები არიან უკვე ამ ძალიან მსხვილი თანხების გარეშე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.