“ნებისმიერ დემოკრატიულ სამყაროში არაერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ისჯებიან, როდესაც პოლიციელზე მიაქვთ შეტევა” – ვოლსკი

“სანამ განცხადებას გააკეთებს ვინმე – ფრანგი იქნება, გერმანელი თუ პოლონელი, რასაკვირველია, უნდა დაფიქრდეს, რომ თუ ვინმე ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობის ხალხი უჭერს მხარს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ევროპელი პოლიტიკოსების მიერ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნებისმიერ დემოკრატიულ სამყაროში არაერთი მაგალითია, თუ როგორ ისჯებიან, როდესაც პოლიციელზე მიაქვთ შეტევა.

“ფრანგმა ევროპარლამენტმა რაც არ უნდა განაცხადოს, რასაკვირველია ეს ეხება საქართველოს ინტერესებს და აქ სტაბილური, კანონს დაქვემდებარებული ატმოსფეროს შენარჩუნებას, რაც ყველას ინტერესში უნდა იყოს. ნებისმიერ დემოკრატიულ სამყაროში ჩვენ არა ერთი მაგალითი ვიხილეთ, თუ როგორ ისჯებიან იმისათვის, როდესაც პოლიციელზე მიაქვთ შეტევა. პოლიციელი კი არ არის რაღაც განსაკუთრებული ფიგურა, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელია, რომელიც წესრიგს იცავს. ასე რომ, სანამ განცხადებას გააკეთებს ვინმე – ფრანგი იქნება, გერმანელი თუ პოლონელი, რასაკვირველია, უნდა დაფიქრდეს, რომ თუ ვინმე ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობის ხალხი უჭერს მხარს,” – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები