“ხალხის ძალა“ USAID-ისა და იქიდან წამოსული შავი ფულის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ ვაწვდიდით” – მაჭარაშვილი

“ხალხის ძალა“ USAID-ისა და იქიდან წამოსული შავი ფულის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ ვაწვდიდით. ჩვენი განცხადებები ამ თემასთან დაკავშირებით ერთი ერთში ჩაჯდა რუბიოს, ტრამპისა და მასკის განცხადებების შინაარსთან”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, USAID-ი არის სახელმწიფო სააგენტო აშშ-ში, რომელიც ამერიკელების მიერ გადახდილ ფულს სხვა ქვეყნებში აგზავნის არეულობებისა და რევოლუციების მოსაწყობად.

“ოპონენტებს მინდა მივმართო – ჩვენს, „ხალხის ძალის“ განცხადებებზე რომ ამბობდნენ, ანტიამერიკულიაო, ახლა იმავეს და უფრო მკაცრ განცხადებებს რომ აკეთებენ მასკი, ტრამპი და რუბიო, მათზე რატომ არ ამბობენ იმავეს? მეტიც, დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენმა ანტიამერიკული განცხადება გააკეთა, რომ აშშ-დან თუ იქნება თავდასხმები ევროკავშირზე, ჩვენ მზად ვართ პასუხი გავცეთო. ეს რა არის? გამოვიდნენ ახლა და დაგმონ ეს მართლა ანტიამერიკული განცხადებები.

მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, აუცილებლად დადგება ის დრო, როცა, მათ შორის, ევროკავშირში ყველა ბიუროკრატს მოუწევს ან თანამდებობიდან წასვლა, ან იმ რეალობის აღქმა, რომ ყველა ქვეყანას თავისი სუვერენიტეტი აქვს”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები