არჩილ გორდულაძე: ბატონ მიხეილ ყაველაშვილს აქვს ძალიან დიდი გამოწვევა, რომ ღირსება დაუბრუნოს ინსტიტუტს
„ბატონ მიხეილ ყაველაშვილს აქვს ძალიან დიდი გამოწვევა, რომ ღირსება დაუბრუნოს ინსტიტუტს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი ჰქვია,” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ძალიან ბევრი წლის შემდეგ, ლეგიტიმურად არჩეულ საქართველოს პარლამენტში ღირსეული კაცი, ღირსეული პრეზიდენტი წარდგეს და თავისი შეხედულება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების წინაშე წარმოთქვას. ბატონ მიხეილ ყაველაშვილს აქვს ძალიან დიდი გამოწვევა, რომ ღირსება დაუბრუნოს ინსტიტუტს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი ჰქვია“, – აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წინაშე დღეს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.