ლევან მახაშვილი: პრეზიდენტი გაამახვილებს ყურადღებას გასული წლის განმავლობაში მომხდარ ძირითად მოვლენებზე

“პრეზიდენტი მიმართავს საქართველოს პარლამენტსა და მოსახლეობას. ის გაამახვილებს ყურადღებას გასული წლის განმავლობაში მომხდარ ძირითად მოვლენებზე,” – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„პრეზიდენტი მიმართავს საქართველოს პარლამენტსა და მოსახლეობას. ის გაამახვილებს ყურადღებას გასული წლის განმავლობაში მომხდარ ძირითად მოვლენებზე – იქნება ეს არჩევნები, შიდა პოლიტიკური პროცესები, გეოპოლიტიკური ცვლილებები, პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე და ა.შ. ყველა საკითხზე, რაც გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო საქართველოსა და მისი მოსახლეობისთვის, ყურადღებას გაამახვილებს. ასევე ექნება საუბარი მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის ეკონომიკა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, დემოგრაფიული პროცესების გაუმჯობესება და ა.შ. პარლამენტარებს ფრაქციის სახით ექნებათ შესაძლებლობა, რომ კომენტარი გააკეთონ პრეზიდენტის სიტყვაზე“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წინაშე დღეს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები