მექსიკა აშშ-ის საზღვართან დამატებით 10 ათას სამხედროს განათავსებს
მექსიკის მთავრობა ნარკოტრეფიკთან ბრძოლის მიზნით ჩრდილოეთ საზღვარზე ეროვნული გვარდიის დამატებით 10 000 სამხედროს გაგზავნის. ამის შესახებ პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
„მექსიკა დაუყოვნებლივ გააძლიერებს თავის ჩრდილოეთ საზღვარს ეროვნული გვარდიის 10 000 ჯარისკაცით, რათა თავიდან აიცილოს ნარკოტიკებით ვაჭრობა მექსიკიდან შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით ფენტანილის“, – წერს პოლიტიკოსი თავის ბლოგზე.
შეინბაუმის თანახმად, ვაშინგტონი, თავის მხრივ, ვალდებულია გააძლიეროს ძალისხმევა მექსიკაში იარაღის კონტრაბანდის თავიდან ასაცილებლად, აშშ-ისა და მექსიკის სამთავრობო გუნდები დაიწყებენ მუშაობას უსაფრთხოებისა და ვაჭრობის სფეროებში.