“ჩვენი ნაბიჯები საგაზაფხულო სესიაზე სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ სახელმწიფო ინსტიტუტების მედეგობა” – მახაშვილი

“ჩვენი ნაბიჯებიც საგაზაფხულო სესიაზე სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ სახელმწიფო ინსტიტუტების მედეგობა”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილი იმ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა.

„არაფორმალური გავლენები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ რა თქმა უნდა კვლავ არიან. თან არ დავივიწყოთ, რომ ეს არ არის მარტო აშშ-ს ნაწილი, აქ არის ევროკავშირის ნაწილიც. სამწუხაროდ გრძელდება იგივე წნეხი და ზეწოლა არაფორმალური გავლენების მხრიდან. ჩვენი ნაბიჯებიც საგაზაფხულო სესიაზე სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ სახელმწიფო ინსტიტუტების მედეგობა, მაქსიმალურად გავაძლიეროთ სახელმწიფო ინსტიტუტები ზოგადად და მათი ფუნქციონირება და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ეკონომიკური პროცესების კიდევ უფრო წახალისებას“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები