“პოლიციის ამოცანაა, დანაშაულის ჩადენა არ დაუშვას, სწორედ ეს გააკეთა პოლიციამ გუშინ” – შალვა პაპუაშვილი

“პოლიციის ამოცანაა, დანაშაულის ჩადენა არ დაუშვას, სწორედ ეს გააკეთა პოლიციამ გუშინ. როცა არის ძალადობრივი აქცია, თავისთავად საჭიროა საპოლიციო ძალის გამოყენება, რომ მოხდეს შეკავება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ძალადობას ეძახის მშვიდობას ზოგიერთი ბრიუსელელი ბიუროკრატი, ეს აქეზებს ძალადობას.

„მე დეკემბერში რაც ვთქვი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომელიც ასე მალე აუხდა ბევრ დედაქალაქს. მაშინაც დიპლომატები, ბრიუსელელი პოლიტიკოსები თუ ჩინოვნიკები გვიმტკიცებდნენ, რომ მაშხალების ბაზუკები, ქვების სროლა პოლიციისთვის, პარლამენტის დაწვის მცდელობა იყო მშვიდობიანი აქცია. არცერთ ბრიუსელელ ბიუროკრატს, არცერთ დიპლომატს არ უთქვამს, რომ ეს იყო ძალადობა. ხაზგასმით, ქართველი ხალხისთვის უტიფრად ტყუილის თქმის სახით გვეუბნებოდნენ, რომ მაშხალების, ქვების სროლა, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა იყო მშვიდობა. მაშინ ვთქვი, რომ თუ ეს არის მშვიდობა, ასეთი მშვიდობა ჰქონდეთ თავის დედაქალაქებშითქო, აუხდათ. თუ ახლა მათთვის მშვიდობა არის საერთაშორისო მაგისტრალების გადაკეტვა და ამის დაანონსება, ასეთი მშვიდობა ჰქონოდეთ თავიანთ მაგისტრალებსა და ავტობანებზე. დაანონსდა უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ შეიკრიბებოდნენ მაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიაზე და მოახდენდნენ ბლოკირებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები