“არანაირი ცვლილება არ მომხდარა იმ გეგმაში, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია; კანონის გამკაცრებაა საჭირო” – ვოლსკი

“არანაირი ცვლილება არ მომხდარა იმ გეგმაში, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. რა საკვირველია, კანონის გამკაცრებაა საჭირო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი იმ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა.

„გეგმაზომიერი მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ დესტაბილიზაციას ჰქონდეს შეუქცევადი პროცესი. არანაირი ცვლილება არ მომხდარა იმ გეგმაში, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. რა საკვირველია კანონის გამკაცრებაა საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში წესრიგი იყოს შენარჩუნებული. არ შეიძლება უარყოფითი ტენდენციების გაგრძელება იმ ქვეყანაში, რომელიც ყველა მაჩვენებლით არის წინ. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები