დავით ქართველიშვილი: სად არის მათი რობინ დანიგანი, ჰერჩინსკი? ამოიღონ ხმა და თავის მარიონეტებს, აგენტებს ჩააბარონ ანგარიში და უთხრან სიმართლე – რა ელით მათ მომავალში
“წარმოიდგინეთ, რადიკალებს გამოეცალათ საელჩოები. სად არის მათი რობინ დანიგანი, ჰერჩინსკი? რატომ არიან ჩუმად? ამოიღონ ხმა!”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს.
“თავის მომხრეებს, მოკავშირეებს, გუშინდელ გამოზრდილ ლაქიებს, მარიონეტებს, აგენტებს ჩააბარონ ანგარიში და უთხრან სიმართლე – რა ელით მათ მომავალში. შთაბეჭდილება მრჩება, რომ რადიკალებს ამ სიმართლეს ვერავინ ვერ ეუბნება დღეს. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ აშშ-ის საელჩოში აი, ამ ორი კვირის განმავლობაში, დოკუმენტაციის განადგურების პროცესი მიმდინარეობს და სულ ვიყურები – ბოლი ხომ არ ამოდის შენობიდან,”- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.