სირიაში ასადის ბიძაშვილი დააკავეს

სირიის უსაფრთხოების ძალებმა ბრიგადის გენერალი ატეფ ნაჯიბი დააკავეს, რომელიც დედის მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ბიძაშვილია, – ამის შესახებ ლატაკიის პროვინციის გენერალური უსაფრთხოების დირექტორატის ხელმძღვანელმა, მუსტაფა კანიფატიმ განაცხადა.

„ლატაკიის პროვინციაში გენერალური უსაფრთხოების დირექტორატის ოპერაციის დროს, სამხედროების დახმარებით, ბრიგადის გენერალი ატეფ ნაჯიბი დააკავეს, რომელიც დარააში პოლიტიკური უსაფრთხოების დირექტორატის უფროსად მსახურობდა“, – იუწყება გაზეთი Al Watan.

კანიფატის თქმით, ნაჯიბმა ჩაიდინა დანაშაული სირიელი ხალხის წინააღმდეგ და ამიტომ უკვე გადაცემულია შესაბამის ორგანოებს, რომლებიც მას მართლმსაჯულების წინაშე დააყენებენ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბრის ბოლოს შეიარაღებულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა სირიის არმიის პოზიციებზე ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს. 8 დეკემბერს ისინი დამასკოში შევიდნენ, ბაშარ ალ-ასადი სირიის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და ქვეყანა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები