რომან კაკულია: ოპოზიციის მიზანია, ვკონცენტრირდეთ რუსთაველის გამზირზე
“(ოპოზიციის) მიზანი სწორედ ესაა, რომ ვკონცენტრირდეთ რუსთაველის გამზირზე, რეალურად არსებულ რამდენიმე მინუსზე, რომელიც შეიძლება ხელისუფლების მხარეს დაიწერა და დაგვავიწყდეს ის დიდი მინუსი, რომელიც არსებობს ოპოზიციის მხარეს”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ყველაზე დიდი მინუსია საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რომ რუსეთისგან მომავალი საფრთხე იყო „ქართული ოცნების“ გამოგონილი მითი, რომელიც მან თითქოს იმიტომ გამოიგონა, რომ ხელისუფლება შეენარჩუნებინა.
„მოვლენის შეფასებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ დიდი სურათი. ანალიტიკაში ქრონოლოგიაა მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სიუჟეტი გამოიკვეთოს, თუ რასთან გვაქვს საქმე. რევოლუციური სცენარის მზადების ერთ-ერთი მიზანი არის შემდეგი, ახლა რომ იყო შეტევები ძალოვნებზე, ამის მიზანი სწორედ ის არის, რომ ამ შეტევებზე ძალოვანთა რეაქციების შედეგად დაფიქსირდეს ისეთი კადრები, რომელიც ახალ ათვლის წერტილს დაუდებს საფუძველს და შექმნის შესაძლებლობას, რომ ამ ახალი წერტილიდან მოხდეს ხელისუფლების შეფასება, რომელშიც ის მაქსიმალურად ნეგატიურად იქნება წარმოჩენილი. რა მიზეზი იყო მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ასეთი ფაქტების აღება ნამდვილად მოხდა, რისი მინუსში ჩაწერაც შეიძლებოდა ხელისუფლებისთვის. ძირს დაგდებულ ადამიანს რომ წიხლს მოარტყამს და ის ადამიანი დაუსჯელი გყავს, ეს რა თქმა უნდა, მინუსში ჩაგეწერება.
კადრი, „დიქტატურას ვებრძოლოთ“ ეს იმდენად შთამბეჭდავი კადრია დასავლეთისთვის, რომ შეკვეთა სწორედ ასეთ კადრებზე აქვთ მიცემული და მიიღეს კიდეც. ის მინუსები, რომელიც დაიწერა ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხარეს, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ გაცილებით დიდი მინუსი წერია ოპოზიციის მხარეს და ჩვენს მსმენელს ეს არ უნდა შეეშალოს. მიზანი სწორედ ესაა, რომ ვკონცენტრირდეთ რუსთაველზე, რეალურად არსებულ რამდენიმე მინუსზე, რომელიც შეიძლება ხელისუფლების მხარეს დაიწერა და დაგვავიწყდეს ის დიდი მინუსი, რომელიც არსებობს ოპოზიციის მხარეს. რა არის ეს დიდი მინუსი? საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რომ რუსეთისგან მომავალი საფრთხე იყო „ქართული ოცნების“ გამოგონილი მითი, რომელიც მან [თითქოს] იმიტომ გამოიგონა, რომ ხელისუფლება შეენარჩუნებინა. ამაზე დიდი მავნებლობა არცერთ რეპუტაციულ კრიზისს არ დაუდგება, რაც არ უნდა დაეშავებინა ან დააშავოს ხელისუფლებამ აქეთ. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ტვირთია“, – აღნიშნა კაკულიამ.