მებაჟე ოფიცრებმა ,,სადახლოზე’’ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო”, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა: 1005,88 გრამი) გამოავლინეს. სამართალდამრღვევ მოქალაქეებს აღნიშნული ოქროს ნაკეთობები მალულად ჰქონდათ განთავსებული.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 127 597,49 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები