ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ხანდაზმული კაცი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როცა ხანძარი გაჩნდა.

მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა მამაკაცი უკვე დაღუპული იყო.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები