ზელენსკის განცხადებით, პუტინს მოლაპარაკებების ეშინია და ომს ახანგრძლივებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პუტინს ეშინია მოლაპარაკებების, ეშინია ძლიერი ლიდერების და ყველაფერს აკეთებს ომის გასახანგრძლივებლად.
ზელენსკის თქმით, ყოველი ნაბიჯი და ყველა მისი ცინიკური ხრიკი მიზნად ომის გახანგრძლივებას ისახავს.
მისივე განცხადებით, ახლა არსებობს მშვიდობის რეალური მიღწევის შესაძლებლობა, მაგრამ პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სრული მასშტაბით მკვლელობა განაგრძოს ან შემდეგი სრული შეჭრისთვის მოემზადოს.
ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, გაითვალისწინონ წარსულის შეცდომები და რუსეთს მშვიდობისკენ მოუწოდონ.
მანამდე, პუტინმა რუსულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები რთულდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ლეგიტიმურობის“ საკითხის გამო.