შოლცი: ილონ მასკი არჩევნებში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ მთელი ევროპის მასშტაბით ერევა

ილონ მასკი არჩევნებში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ მთელი ევროპის მასშტაბით ერევა. ეს ნამდვილად ამაზრზენია,– ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს.

“სრულად არ ვეთანხმები ილონ მასკს და იმას, რასაც ის აკეთებს. ის ერევა მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ მთელი ევროპის მასშტაბით. ეს ნამდვილად ამაზრზენია და არ არის კარგი ევროკავშირში დემოკრატიული განვითარებისთვის” – თქვა შოლცმა.

მან გერმანიის საპარლამენტო საარჩევნო პერიოდისას მხარდაჭერა ულტრამემარჯვენე პარტიის, AfD-ს მიმართ არაერთხელ საჯაროდ დააფიქსირა.

შეგახსენებთ, ნოემბერში მასკი გერმანიის მმართველი კოალიციის დაშლას გამოეხმაურა და X-ზე გერმანულად დაწერა, რომ კოალიციის ერთ-ერთი წევრი პარტიის, სოციალ-დემოკრატების (SPD) ლიდერი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი “სულელია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები