უკრაინამ რუსეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური იერიში მიიტანა
უკრაინამ რუსეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით მასიური იერიში მიიტანა,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სმოლენსკის რეგიონის გუბერნატორის, ვასილი ანოხინის განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა გაანადგურეს დრონი, რომლის დანიშნულებაც სმოლენსკის უდიდესი ატომური ელექტროსადგური იყო. ამ დროისთვის სადგური საშტატო რეჟიმში მუშაობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის დასავლეთ ნაწილში უკრაინელებმა 104 დრონი გაისროლეს. რუსეთის ანტისაჰაერო სისტემებმა დრონები ცხრა რეგიონში გაანადგურეს, აქედან თითქმის ნახევარი კურსკის ოლქში.