Kaspersky Automated Security Awareness Platform გაფართოვდა ტოპ მენეჯერების, მიწოდების ჯაჭვებისა და სამედიცინო მონაცემების დაცვის მოდულებით

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ გააფართოვა სასწავლო კურსების პორტფოლიო https://www.k-asap.com/ru-ზე ციფრული წიგნიერების გაუმჯობესების მიზნით. როგორც „კასპერსკის ლაბორატორია“ გვაცნობებს, კომპანიის თანამშრომლებს ახლა შეეძლებათ ისწავლონ, თუ როგორ დაუპირისპირდნენ ტოპ- მენეჯმენტზე დამიზნებულ ფიშინგ სქემებს ან კიბერშეტევებს კონტრაქტორების მეშვეობით. კიდევ ერთი ახალი მოდული ეძღვნება ჯანდაცვის სექტორის ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციფიკას.

თავდასხმები ტოპ- მენეჯმენტზე და თავდასხმები თითქოს ტოპ-მენეჯმენტის სახელით: უეილინგი (whaling) და მისი შედეგები. ეს კურსი სასარგებლო იქნება როგორც მენეჯერებისთვის, ასევე რიგითი თანამშრომლებისთვის. უეილინგი არის მიზნობრივი ფიშინგის სახეობა, რომელიც უპირველეს ყოვლისა მიზანში იღებს უფროს მენეჯერებს. თავდამსხმელთა მიზანი შეიძლება იყოს ფულის, კონფიდენციალური მონაცემების მოპარვა ან კორპორატიულ სისტემებზე წვდომის მოპოვება. კიბერუსაფრთხოების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 2024 წელს, მაგალითად, რუსეთში დაფიქსირდა თავდასხმების დიდი რაოდენობა, რომლებშიც მომხმარებლებმა მიიღეს შეტყობინებები მესინჯერში მოქმედი ან ყოფილი მენეჯერის ყალბი ანგარიშიდან. თავდამსხმელები არწმუნებდნენ მსხვერპლს, მაგალითად, გადაეტანათ ორგანიზაციის სახსრები თავდამსხმელთა ანგარიშებზე ან დაეყენებინათ მავნე პროგრამა მოწყობილობაზე.

ინფორმაციული უსაფრთხოება ჯანდაცვის სფეროში. ახალი კურსი ორი ნაწილისგან შედგება. პირველში აღწერილია სამედიცინო ინფორმაციასთან მუშაობის ზოგადი წესები, ასევე ჯანდაცვის სფეროში ინფორმაციული პროცესების მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები. მეორე ნაწილიდან თანამშრომლებს საშუალება ექნებათ ისწავლონ სამედიცინო მონაცემების სწორად დამუშავება: შენახვა, გადაცემა და წაშლა.

მიწოდების ჯაჭვის შეტევები. ორგანიზაციები შეიძლება შეხვდნენ კიბერ საფრთხეებს მათი პარტნიორების ან პროგრამული უზრუნველყოფის გამყიდველების მეშვეობით. მიწოდების ჯაჭვის შეტევებთან დაკავშირებული რისკები ინფორმაციული უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. ცალკე ახალი კურსი დაეხმარება Kaspersky ASAP მომხმარებლებს გაიგონ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ბიზნესი პარტნიორებთან მუშაობისას: რა სტრატეგიები გამოიყენონ რისკების იდენტიფიცირებისთვის და რა სიფრთხილის ზომები მიიღონ კორპორატიული სისტემების დასაცავად.

„კიბერ საფრთხის ლანდშაფტი მუდმივად იცვლება და იმისათვის, რომ კომპანიებს დავეხმაროთ მათ წინააღმდეგ წარმატებით ბრძოლაში, ჩვენ რეგულარულად ვაახლებთ და ვაფართოებთ სასწავლო მასალებს Kaspersky ASAP პლატფორმაზე. ახალი კურსები დეტალურად განიხილავს უეილინგს და მიწოდების ჯაჭვის შეტევებს, რომლებსაც ახლა აქტიურად იყენებენ თავდამსხმელები. ზოგიერთი სფერო კიბერუსაფრთხოებისადმი ცალკე მიდგომას მოითხოვს, ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ მოდული ჯანდაცვის ორგანიზაციების დასაცავად მათი სპეციფიკის გათვალისწინებით. კიბერ თავდაცვის სფეროში ბიზნესს ცოდნისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების შეთავაზებით, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდამსხმელებზე ერთი ნაბიჯით წინ წაიწიონ, რადგან ციფრული წიგნიერების მაღალი დონის მქონე თანამშრომლები კორპორატიული ინფორმაციის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მთავარი რგოლია“, – ამბობს Kaspersky Security Awareness -ის ციფრული წიგნიერების გაუმჯობესების სფერო სექსპერტი ტატიანა შუმაილოვა.

ყველა კურსი უკვე ხელმისაწვდომია პლატფორმაზე Kaspersky Automated Security Awareness. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ პლატფორმას, ისევე როგორც ამ და სხვა მოდულების შინაარსს, უფასო საცდელი ვერსიის ფარგლებში: ის ხელმისაწვდომია საიტზე დარეგისტრირებიდან ორი თვის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები