ტრამპი ბავშვების სქესის შეცვლაში ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიულ ასოციაციას ადანაშაულებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებაში არასრულწლოვანების დაცვის შესახებ წერია, რომ ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაცია (WPATH) ბავშვების სქესის შეცვლას ხელს უწყობდა.
„შემაძრწუნებელი დიდი სისულელე, რომელიც ბავშვებს ქიმიურად და ქირურგიულად ასახიჩრებს, სამედიცინო აუცილებლობით ინიღბება, რასაც ხელს ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაცია (WPATH) უწყობს, რომელსაც სამეცნიერო სამართლიანობა არ ჰყოფნის“, – წერია დოკუმენტში.
აქედან გამომდინარე, ტრამპი აღნიშნავს, რომ ამიერიდან აშშ-ის ყველა სააგენტო და სამედიცინო დაწესებულება უარს აცხადებს ან ცვლის პოლიტიკას, რომელიც ეყრდნობა ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის სტანდარტებსა და მოწოდებებს.
ბრძანების გამოქვეყნებიდან 90 დღეში ჯანდაცვის მინისტრმა უნდა გამოაქვეყნოს იმ ლიტერატურისა და მიღებული პრაქტიკების ნუსხა, რომელიც დაეხმარება ბავშვებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აქვთ გენდერული დისფორია ან სწრაფი გენდერული დისფორია.
გარდა ამისა, 60 დღეში იმ სააგენტოების ხელმძღვანელებმა, რომლებზეც ვრცელდება აღნიშნული ბრძანება, შიდა პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწეს უნდა წარუდგინონ ერთიანი ანგარიში, რომელშიც დაწვრილებით იქნება აღწერილი აღნიშნული ბრძანების შესრულების პროგრესი და რეალიზაცია.