გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
სხდომაზე დღეს სახელმწიფო ბრალდებას „ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე – ნატო ხაინდრავა წარმოადგენს – ხაინდრავა 2015 წელს “ქართუ ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორი იყო.
გიორგი ბაჩიაშვილი მიიჩნევს, რომ სხდომა საჯარო უნდა იყოს.
ინფორმაციისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება – პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი – 8986 ოდენობის ბიტკოინი კი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.