საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: ილონ მასკი დემოკრატიას საფრთხეს უქმნის

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს განცხადებით, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ილონ მასკი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ფული სინდისით მართვის უფლებას არ უნდა იძლეოდეს“, – აღნიშნა ბაირუმ.

პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ კვირას მასკმა თქვა, რომ საფრანგეთს და ევროპას, საერთო ჯამში, ტრამპის და მისი პოლიტიკის გაზიარება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, შესაძლოა, დამორჩილებული და მარგინალიზებული გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები