სამტრედიაში სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს (ფოტო)

გურამიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების მიმდებარედ, მდინარე ჭურთავაზე, ახალი ხიდების მოწყობა დასრულების ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რამდენიმე ათეული წლის წინ აშენებული, ამორტიზირებული ხიდები უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა და მოქალაქეების გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა. ორივე პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაფინანსდა.

„სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და ადგილობრივებს გაესაუბრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები