“მოვუწოდებ ყველას, მათ შორის, საქართველოში განთავსებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს და ბრიუსელს, არ წაახალისონ ძალადობა პოლიტიკური მოტივებით” – შალვა პაპუაშვილი

“მოვუწოდებ ყველას, მათ შორის, საქართველოში განთავსებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს და ბრიუსელს, არ წაახალისონ ძალადობა პოლიტიკური მოტივებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც სტრასბურგში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც ოპოზიციონერი აქტივისტები თეა წულუკიანს დახვდნენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს.

“ესენი არიან ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებიც ასეთ დროს საკუთარ ემოციურ არამდგრადობას ავლენენ. მთავარი პრობლემაა, რომ ეს ძალადობა წაქეზებულია, მათ შორის, ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან, რომელიც ასეთ ადამიანებს ტაშს უკრავს. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის საქართველოში განთავსებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს და ბრიუსელს, არ წაახალისონ ძალადობა პოლიტიკური მოტივებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები