გურამ მაჭარაშვილი – სტრასბურგში მომხდარ ინციდენტზე: ეს არავითარ გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდება, ეს არის ჩვეულებრივი შეურაცხყოფა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის

“ეს არავითარ გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდება, ეს არის ჩვეულებრივი შეურაცხყოფა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც სტრასბურგში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც ოპოზიციონერი აქტივისტები თეა წულუკიანს დახვდნენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს.

„რაც მალე შევიგნებთ იმას, რომ ასეთი ტიპის თავდასხმები და ბულინგი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ან მათი ოჯახის წევრებზე, აუცილებლად უნდა იყოს დასჯადი და პრაქტიკაში განხორციელებული. როდესაც შენ თავს ესხმი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, ან მისი ოჯახის წევრებს, ეს უნდა იყოს დასჯადი. გნებავთ თეორიულად ცვლილებების საფუძველზე და გნებავთ პრაქტიკაში. სხვა შემთხვევაში ამას არ ექნება დასასრული“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები