“კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემდგომი კონფიგურაცია დამოკიდებულია იმ დავალებაზე, რასაც გარედან მიიღებენ” – ქადაგიშვილი
“ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს არის ერთი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მათმა პატრონებმა თავის დროზე ასეთი წესით დაანაწევრეს, ჩათვალეს, რომ ეს იქნებოდა მაშინ გამარჯვების ფორმულა. მაშინ გამარჯვებას ვერ მიაღწიეს, ახლა ფიქრობენ, რომ ალბათ მომავალი არჩევნებისათვის საჭირო იქნება, ერთიანი კონფიგურაციით გამოიყვანონ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ახლა ფიქრობენ, რომ ალბათ მომავალი არჩევნებისათვის საჭირო იქნება, ერთიანი კონფიგურაციით გამოიყვანონ აქამდე დანაწევრებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. რა ეფექტი ექნება, ამას გვიჩვენებს მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. რას მოახერხებენ ფრუსტრაციის პირობებში მყოფი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამ ერთგვარ საპროტესტო მიტინგებზეც ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, თუნდაც გაერთიანების შემთხვევაში რაიმე სერიოზული შედეგის დადებას, ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დგას. როგორი იქნება მათი შემდგომი კონფიგურაცია, დამოკიდებულია იმ დავალებაზე, რასაც გარედან მიიღებენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.