გურამ მაჭარაშვილი – მისასამძიმრებლად გვაქვს საქმე, მეგობრებო, როდესაც არასამთავრობო სექტორი გენდერულ თანასწორობაზე კითხვას პასუხს ვერ სცემს

“არასამთავრობო სექტორის და ამ შემთხვევაში საიას ხელმძღვანელი პასუხს რომ ვერ გასცემს კითხვას, რომ სწორია თუ არა გამონათქვამი, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია იმის შიშით, რომ პატრონს აწყენინებს, მისასამძიმრებლად გვაქვს საქმე,” – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„აქაც მისასამძიმრებლად გვაქვს საქმე, მეგობრებო, როდესაც არასამთავრობო სექტორის და ამ შემთხვევაში საიას ხელმძღვანელი პასუხს რომ ვერ გასცემს კითხვას ქალი ქალია და კაცი კაცია და სწორია თუ არა ეს გამონათქვამი იმის შიშით, რომ თქვას ეს და თავის პატრონს აწყენინებს, არ თქვას და ტრამპს შეეწინააღმდეგება და იტყვის, რომ ამაზე პასუხი არ აქვს. ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ის არის არა პრო-ამერიკელი, ან პრო-ქართველი, არის პრო-ფულისტი. სქესიო კი არსებობსო ქალიო და კაციო, მაგრამ გენდერი ბევრი არსებობსო და რას ნიშნავს ეს? ქალი და კაცი თუ არსებობს მხოლოდ სქესი, კიდევ რა არსებობს აბა? ქალ-კაცი არსებობს თუ კაც-ქალი არსებობს ეგეც გვითხრას? კიდევ არის სხვა რაღაცებიო და რა სხვა რაღაცები არის?“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები