ცოტნე ანანიძე: აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – ეს ნიშნავს საწინააღმდეგო პროპაგანდის აკრძალვას, რასაც ტაშს უკრავდნენ შორიდან ზურაბიშვილი და ხაზარაძე, საქართველოში მიღებულ კანონს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე, ჰომოფობობა და ხელოვნურად გამოგონილი თემა უწოდეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი “ქართული ოცნებიდან”, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მხოლოდ ორი სქესის არსებობის შესახებ.
ანანიძის განცხადებით, ტრამპის ეს გზავნილი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ნიშნავს, რასაც ოპოზიცია საქართველოში ხელოვნურად გამოგონილ თემას უწოდებდა და ჰომოფობიად მიიჩნევდა.
“აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – ეს ნიშნავს საწინააღმდეგო პროპაგანდის აკრძალვას, რასაც ტაშს უკრავდნენ შორიდან სალომე ზურაბიშვილი და მამუკა ხაზარაძე. საქართველოში მიღებულ კანონს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე, ჰომოფობობა და ხელოვნურად გამოგონილი თემა უწოდეს, რაც წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციის მე-2 თავთან.” – წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.