საქართველოში 2024 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში 2024 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათივე ცნობით, 2024 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 140,739 საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

„საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა გრძელდება სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. 2024 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 140,739 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან +22.7%-ია. აღსანიშნავია, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნების მოგზაურები და რეზიდენტები მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან.

საქართველოში გასულ წელს საუდის არაბეთიდან 88,298 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +21%-ია. ქუვეითიდან კი 2024 წელს 27,277 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +38.9%-ია“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები