ლევან მაჭავარიანი: რომ ცდილობ ისეთი პოპულარული ჯგუფის ჩამოსვლას, როგორიც Guns N” Roses-ია ხელი შეუშალო – რატომ აკეთებ ამას – ეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას კიდევ უფრო უწყობს ხელს
“ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც მოგვევლინა მითუმეტეს ბოლო თვეების განმავლობაში, პირდაპირ და დაუმალავად რადიკალური ოპოზიციის ლიდერად, აგრძელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც ქვეყნისთვის საზიანოა” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
მაჭავარიანის თქმით, Guns N”Roses-ის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვება გარკვეული ეკონომიკური ბენეფიტები.
“ისეთი პოპულარული ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლას, როგორიც Guns N” Roses-ია ცდილობ რომ ხელი შეუშალო – რატომ აკეთებ ამას. ეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას კიდევ უფრო უწყობს ხელს და ამას, რა თქმა უნდა მოჰყვება გარკვეული ეკონომიკური ბენეფიტები. როდესაც გამიზნულად ცდილობ ეს ყველაფერი ჩაშალო – ეს მათი ხელწერა და დღის წესრიგია,”- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.