პაატა სალია საგამოძიებო კომისიაზე: დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება აუცილებლად გაიგებს ახალ დეტალებს იმ სასტიკ რეჟიმზე, რომელიც მართავდა საქართველოს 2003-2012 წლებში

„ნაცმოძრაობა“ თავის მმართველობის პერიოდში რეალურად იყო რეჟიმი, იყო ანტიდემოკრატიული რეჟიმი და დაკავებულ იყო ადამიანების დევნით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ქმედებების გამოძიების მიზნით პარლამენტში შეიქმნება.

სალიას თქმით, დარწმუნებულია, რომ საზოგადოება აუცილებლად გაიგებს ახალ დეტალებს იმ რეჟიმზე, რომელიც საქართველოს 2003-2012 წლებში მართავდა.

„წინასწარ ძალიან რთულია ვისაუბროთ კონკრეტულ დეტალებზე, რა შეიძლება ახალი გაიგოს საზოგადოებამ. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება აუცილებლად გაიგებს ახალ დეტალებს იმ სასტიკი რეჟიმისა, რომელიც მართავდა საქართველოს 2003-2012 წლებში. ძალიან მნიშვნელოვანია იმ წლების დანაშაულებრივი ქმედებების გამოაშკარავება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ადამიანები შესაბამისად შემდგომ უკვე სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე დადგნენ, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც დაისვას და ერთხელ და სამუდამოდ ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მმართველობის პერიოდში რეალურად იყო რეჟიმი, ანტიდემოკრატიული რეჟიმი და დაკავებული იყო ადამიანების დევნით და სწორედ მათ პირობებში ხდებოდა დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და არავითარ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დროს.

ნახოს იმ ახალგაზრდობამ, რომელიც დღეს თვლის, რომ მათი უფლებები ილახება, რომელიც დღეს თვლის, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ კურსს და რომელიც თვლის, რომ დღეს საქართველოში დემოკრატია აღარ გვაქვს. აუცილებელია ეს ამ ადამიანებმა ნახონ. აუცილებელია ეს იმ ადამიანებმა ნახონ, ვის მეხსიერებაშიც შეიძლება მინელდა იმ სისასტიკის სურათები, რასაც ჩვენ ვხედავდით იმ პერიოდის განმავლობაში, რასაც სჩადიოდა წინა ხელისუფლება. ჩვენ დღეს საქართველოში გვყავს მშვიდობიანი 12 წლის განმავლობაში აღზრდილი ახალგაზრდობა, რომელსაც არ ახსოვს ის სისასტიკე, რასაც სჩადიოდა წინა ხელისუფლება და ნებსით თუ უნებლიეთ ეს ადამიანები დღეს არიან იგივე ძალების გავლენის ქვეშ მოქცეული, ვინც ხელისუფლებაში იყვნენ იმ პერიოდში, რომელიც უნდა შეისწავლოს საგამოძიებო კომისიამ. აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამ კომისიის მუშაობას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საზოგადოებამ გაიხსენოს და ვინც არ იცის გაიგოს დემოკრატიის სახელით რა ძალები ფიქრობენ მოახდინონ ხელახლა საქართველოში გადატრიალება, ვინაიდან უკვე 12 წელია ისინი ვერცერთი არჩევნების გზით ვერ მოვიდნენ ხელისუფლებაში“, – აღნიშნა სალიამ “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები