ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კოალიცია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის – დემოკრატიული ძალების კავშირის“ წარმომადგენელი, როსენ ჟელიაზკოვი გახდა.

როსენ ჟელიაზკოვის მთავრობის შემადგენლობას მხარი 125-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 114-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

ბულგარეთის ახალი მთავრობის შემადგენლობაში 19 მინისტრი იქნება.

ცნობისთვის, ოქტომბერში გამართულ ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის – დემოკრატიული ძალების კავშირი“ გაიმარჯვა, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო და ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობის ფორმირების შესახებ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები