უკრაინის აღდგენას ათობით წელი და ასობით მილიარდი დოლარი დასჭირდება – მარკო რუბიო

დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მარკო რუბიოს განცხადებით, “არარეალურია იმის დაჯერება, რომ უკრაინა რუსულ ძალებს 2022 წლამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნებს.

მისი თქმით, უკრაინის ინფრასტრუქტურა იმდენად სწრაფად ნადგურდება, რომ მისი აღდგენა მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ასობით მილიარდი დოლარი დაჯდება.

მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ის მიზანი ომის დასრულება უნდა იყოს, თუმცა, არსებული სურათი რეალისტურად უნდა შეფასდეს.

მისივე თქმით, ორივე მხარეს – უკრაინასაც და რუსეთსაც მოუწევთ დათმობაზე წასვლა.

“ეს ომი უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა – ჩვენ გვინდა ომის დასრულება. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ რეალისტურად შეხედოს სიტუაციას. დათმობებზე წასვლა მოუწევს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ასევე – უკრაინელებს”, – აღნიშნავს სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მარკო რუბიო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები