“ნაციონალური მოძრაობა“ ვიდრე არ მოშორდება ქართულ პოლიტიკას, მედიას და საზოგადოებას, მანამდე ჩვენ ვიქნებით პოლიტიკურ ჩიხში”, – ამის შესახებ საზოგადოება ,,ქართულის“ თანადამფუძნებელი, სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,,ნაცებში მარტო ძველ ნაცებს არ ვგულისხმობ. გუბაზ სანიკიძის შვილი და ხოშტარია-გვარამია-ჯაფარიძის ახალგაზრდა მუწუკ ნაცებსაც ვგულისხმობ.
ყველას, ვინც ამ პარტიების წევრია, უნდა აეკრძალოს პოლიტიკასთან და მედიასთან შეხება.
დაკავდნენ კერძო ბიზნესით, გახსნან სასტუმროები და რესტორნები და უმასპინძლონ ერთმანეთს – 700 ათასი ადამიანი არაა პატარა ბაზარი. უფურთხონ ერთმანეთს და იყვნენ.
ის გინების „სიმღერები“ და ეს გვარამიას საქციელები – ღვინოში ჩაფსმა და საჭმელ-სასმელში ჩაფურთხება ცხადი ნიშანია ნაცური “სახალხო” პროტესტის მარგინალიზებისა და სასოწარკვეთის სტადიაში შესვლისა“, – წერს ჯანგულაშვილი.