გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევს ეწვია

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა, რათა რუსეთის წინააღმდეგ ომში სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით უკრაინის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართოს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ მოგზაურობით ვაჩვენო, რომ უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას ვაგრძელებთ. ეს არის სიგნალი იმისა, რომ გერმანია, როგორც ნატო-ს უდიდესი ქვეყანა ევროპაში, უკრაინის მხარეს დგას, არა მარტო, არამედ ხუთ ქვეყანასთან და ბევრ სხვა მოკავშირესთან ერთად“, – განაცხადა პისტორიუსმა.

მანამდე მინისტრმა კიევის შემდგომი დახმარების შესახებ ვარშავაში მოლაპარაკება გამართა კოლეგებთან: პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. გერმანია ოთხ მთავარ ევროპელ პარტნიორთან ერთად აპირებს, გაზარდოს ძალისხმევა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად.

„თუ იქნება ფული, იარაღის წარმოების შესაძლებლობა, მაშინ უკრაინა თავადვე შეძლებს საკუთარი ჯარების მასალებით და იარაღით მომარაგებას უფრო სწრაფად, ვიდრე ვინმე სხვა“, – განაცხადა პისტორიუსმა ვარშავაში გამართულ შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები