რუსეთმა უკრაინაზე იერიში 100-ზე მეტი დრონით მიიტანა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინაზე ჯამში 100-ზე მეტი დრონით მიიტანა იერიში,- ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინელებმა 78 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 31-მა მიზანს ვერ მიაღწია და ლოკალურად დაიკარგა.

Shahed-ისა და სხვა ტიპის დრონი პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, მიხაილოვის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და დონეცკის ოლქებში ჩამოაგდეს.

სუმის, კიევის, ჟიტომირისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დრონების ჩამოგდების შედეგად დაზიანდა საწარმოთა შენობები, კერძო და სახელმწიფო დაწესებულებები, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები