თურქეთში მამაკაცმა ცოლი და 8 წლის შვილი მოკლა

ტრაგედია მოხდა თურქეთში, ქალაქ ტეკირდაგში –  მამაკაცმა ცოლი და 8 წლის შვილი მოკლა.

მამაკაცმა ოჯახის წევრები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარის შემდგომ, დამნაშავემ თვითმკვლელობა სცადა.

მამაკაცს, მიღებული ჭრილობების გამო, გული გაუჩერდა, თუმცა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა შეძლო.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები