რვა რჩევა მამაკაცისთვის, რომელმაც ჟურნალისტი შეიყვარა

ინტერნეტგვერდ ,, MediaMediafun, журналистика“ -ზე განთავსდა პუბლიკაცია: „რვა რჩევა მამაკაცისთვის, რომელმაც ჟურნალისტი შეიყვარა“. მისი ავტორია ,,HuffPost“-ის ჟურნალისტი ქალი არანდ შიტიკა. ,,კვირა” ამ მასალას ქართულ რეალობაზე მორგებულად, ანუ მცირეოდენი ინტერპრეტაციით გთავაზობთ.

პირველი:

ჟურნალისტი თქვენით ფულს გააკეთებს, ამ სიტყვის  არა პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ თუკი მას მიჰყავს საგაზეთო სვეტი, ან რუბრიკა ადამიანურ ურთიერთობებსა და იმედგაცრუებაზე, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ აუცილებლად გაჩნდებით მის ტექსტში, არა აშკარად გვარ-სახელის დასახელებით, არამედ ფარულად, მინიშნებით. ეს კი იმის დასტური იქნება, რომ თქვენ მისთვის ბევრს ნიშნავთ.

მეორე:

მას უხდიან ტექსტისთვის, მაგრამ არა სექსისთვის, „უხეში სექსი” „Word“-თან და ფრაზების ამობეჭდვა კი მისთვის გაცილებით მოსახერხებელია, ვიდრე საწოლში, აბრეშუმის ზეწარზე ოფლის მოდენა. და კიდევ იცოდეთ, რომ პრესკონფერენციიდან ძვირფასი სასმელი ასე უბრალოდ არ ჩნდება.

მესამე:

მათ ვერ გააცურებთ, ისინი ზუსტად ხვდებიან, როდის ცრუობთ და როდის სიმართლეს ამბობთ. ისინი ავარჯიშეს, რომ ყველაფერი ინტონაციების დონეზე იგრძნონ, თუნდაც ეს სატელეფონო ინტერვიუ იყოს. ასე რომ, არც იოცნებოთ იმაზე, რომ თქვენ მიერ ნათქვამი ,,პრესისთვის არ იქნება”. დაიმახსოვრეთ, ყველა გამოცდილ ჟურნალისტს ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს.

მეოთხე:

ისინი თქვენს სიტყვებს დაიმახსოვრებენ. არა აქვს მნიშვნელობა, ეს უშუალოდ საუბარია თუ მობილურით გამოგზავნილი ტექსტური შეტყობინება, ჟურნალისტი სიტყვებს არასოდეს ივიწყებს და როცა საჭირო გახდება, თქვენ მათ შეგახსენებთ. ისინი დაპროგრამებული არიან, რომ მოვლენები და სიტყვები დაიმახსოვრონ. ყურადღებით იყავით მათთან ურთიერთობისას. არ დაგავიწყდეთ, თქვენი ნათქვამის ინტერპრეტირებას ისინი სხვადასხვაგვარად, მაგრამ მაინც შეძლებენ.

მეხუთე:

ჟურნალისტი სნობის გამომეტყველებით გრამატიკულ შეცდომაზე აუცილებლად მიგითითებთ. ბევრ ჟურნალისტს (გამოცდილ ჟურნალისტზეა საუბარი) მართლწერა თითქმის სისხლში, ანუ დნმ-ში აქვს. ასე რომ, თქვენ მუდმივად დაგჭირდებათ, აკონტროლოთ საკუთარი მეტყველება და სწორი გამოთქმა, ყურადღება მიაქციოთ პუნქტუაციას. იმიტომ, რომ ისინი, პირველ რიგში, თქვენს შეცდომებს შეამჩნევენ და მხოლოდ ამის მერე დაფიქრდებიან იმაზე, თუ რა უთხარით.

მეექვსე:

ღამღამობით ისინი ტექსტებს წერენ და მთელ დროს ფეისბუქში, ტვიტერში, ინსტრაგამში ან სხვა ინტერნეტგვერდებზე არიან. ეს მათი სამუშაოს ნაწილია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი იქ ყველაფერს ბრმად ადევნებენ თვალს. თუკი რაიმე სპეციფიკური ტერმინი არ იცით, მაშინ აჯობებს, გაჩუმდეთ ან სულაც წახვიდეთ.

მეშვიდე:

თუმცა ეს მიზეზი, ზოგადი და საკამათოა, ჟურნალისტი ცოტა ჭირვეული ადამიანია, როცა საქმე შეხვედრის ადგილს ეხება, მით უფრო, თუკი ის ე.წ. „life stile”-ზე წერს, მისთვის მნიშვნელობა აქვს იმას, ინტერვიუს ჩასაწერად სად, რა გარემოში შეხვდებით. თუკი პირველი შეხვედრის პირველი ადგილი არ მოეწონა, მასთან მეორე შეხვედრაზე არც იოცნებოთ.

მერვე:

ჟურნალისტს ყოველთვის სჭირდება პირადი ცხოვრებისთვის აუცილებელი თავისუფალი არეალი. 1960427_703421746355657_1656429755_nკოლეგებთან შეხვედრები, სხვადასხვა თემაზე მუდმივი საუბრები. ეს კარგია, მაგრამ ყოველივე ამის შემდეგ ჟურნალისტისთვის აუცილებელია მარტო ყოფნა, გადატვირთული გონების განიავება და აზრების წესრიგში მოყვანა. როცა ისინი ხანგრძლივი, დამქანცველი სამუშაო პროცესებიდან გამოდიან, მათთვის მნიშვნელოვანია მარტო ყოფნა. ესაა ბატარეის დატენვისა და ახალი იდეებით შევსების დრო.მაგრამ მაინც, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მისთვის პირადი ცხოვრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

,,HuffPost“-ის ჟურნალისტის არანდ შიტიკას პუბლიკაციის მიხედვით მასალა მოამზადა ,,კვირის” ჟურნალისტმა თეონა გოგნიაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები