თენგიზ შარმანაშვილი: ზოგ საქმეზე განაჩენიცაა დამდგარი, მაგრამ პოლიტიკური შეფასება არ მისცემია და სისხლის სამართლის დანაშაულების მასშტაბიც ბოლომდე შესაძლოა, გაშლილი არ იყოს

„გამოძიების მიზანი არის, იმ დანაშაულების მასშტაბის გარკვევა, რომელიც მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„გამოძიების მიზანი არის, იმ დანაშაულების მასშტაბის გარკვევა, რომელიც მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. რა თქმა უნდა, მისი ნაწილი გამოძიებულია და საგამოძიებო ორგანოებს ჰქონდათ ეს გამოსაძიებლად, ზოგზე განაჩენიცაა დამდგარი, მაგრამ პოლიტიკური შეფასება არ მისცემია და სისხლის სამართლის დანაშაულების მასშტაბიც ბოლომდე შესაძლოა, გაშლილი არ იყოს. ამიტომ, მთელი ამ სპექტრის გამოვლენაა მიზანი ამ საგამოძიებო კომისიის. ეს შეეხება ზოგადად, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ნამოქმედარს, ასევე, კონკრეტული პირების დანაშაულს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები