„დასრულდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური არსებობა“
არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ცენტრისა და სტუდენტთა საინიციატივო ცენტრის წევრებმა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნების და პარტიის ლიდერების პასუხისმგებლობას ითხოვენ. მათი განცხადებით, აქცია პერმანენტულ სახეს მიიღებს. „ ჩვენი მოთხოვნაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის არსებობა, უნდა შეწყდეს საქართველოში. მათ არა აქვთ მორალური უფლება, პარტიას, რომელსაც ჰყავს გენერალური მდივანი, და რომელიც ორ გვამს ითხოვს, ასეთ პარტიას არა აქვს პოლიტიკური არსებობის უფლება. ეს იქნება პერმანენტული აქცია, რომელიც გაგრძელდება და არ მოვასვენებთ“,- განაცხადა ზურა ქადაგიძემ.