მამუკა მდინარაძე – სამი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართვაზე: მტრობა ჰქვია ამას და მეტი არაფერი, ყველა მათი ნაბიჯი არის გარედან ნაკარნახევი გეგმის მიხედვით გადადგმული

ეს არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ ამგვარად შეაფასა სამი ოპოზიციური პარტიის მიმართვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და საპარლამენტო ფრაქციებისადმი, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.

„ეს არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, რომ საქართველო რა შეიძლება, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რათა აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ იმდენად იყოს ევროსტრუქტურებთან და შეერთებულ შტატებთან გართულებული ურთიერთობები, რომ ამის დალაგებას ან დიდი დრო დასჭირდეს, ან გართულდეს. მტრობა ჰქვია ამას და მეტი არაფერი, შეუძლებელია, სხვანაირად შეაფასო ის ყოველდღიური მათი – შეუძლებელია, საქმიანობად შეაფასო, ეს არის მტრობა საკუთარი ქვეყნის, რომელსაც ისინი სჩადიან და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამას არ აკეთებენ თავისი ნებით.

ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მათი ნაბიჯი არის გარედან ნაკარნახევი გეგმის მიხედვით გადადგმული. სხვანაირად ისინი არ მოქმედებენ, არც აქვთ უფლება, რომ სხვანაირად იმოქმედონ – რასაც უკარნახებენ, იმას აკეთებენ. ჩვენ ვნახეთ უკვე წარმავალი ადმინისტრაციის ნაბიჯები, ყველაზე რადიკალური ეს ნაბიჯები გახდა ბოლო პერიოდში და შესაბამისად მოქმედებენ მათი აგენტურის წარმომადგენლებიც საქართველოში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაიოცნალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს ერთობლივი განცხადებით მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები