სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, რომელიც იმ საერთო მესიჯბოქსითა და გეგმებით მოქმედებს, რომელიც „დიფ-სთეითმა“ შეუკვეთა ამ ხალხს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მაკკეინის ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომელიც ნერვიულობდა და ამას თავის განცხადებებში გამოხატავდა, რომ საქართველოში მიმდინარე აქციებს მსხვერპლი არ მოჰყვა.
„სალომე ზურაბიშვილი, როგორც კი პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, გახდა ამ ინსტიტუტის სტიპენდიატი. მე მგონი დასკვნების გამოტანა რთული არ არის. ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] არის ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, რომელიც იმ საერთო მესიჯბოქსითა და გეგმებით მოქმედებს, რომელიც „დიფ-სთეითმა“ შეუკვეთა ამ ხალხს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატი გახდა.