მამუკა მდინარაძე სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს გამოთქვამს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს გამოთქვამს.
„მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ჩვენს ქვეყანას იმ სულისშემძვრელი ტრაგედიის გამო, რაც 5 ანგელოზი ბავშვის გარდაცვალების გამო თავს დაატყდა. დიდი გულისტკივილით მინდა სამძიმარი ვუთხრა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებით ამ ბავშვების ახლობლებსა და ოჯახის წევრებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ.