მარიამ ლაშხი პია კაუმას წერილზე: წერილი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ ნებისმიერ მხარესთან გამართოს ოფიციალური შეხვედრები

წერილი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ ნებისმიერ მხარესთან გამართოს ოფიციალური შეხვედრები, – ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიამ ლაშხმა.

„ამ წერილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ მოქმედებენ ხალხის ინტერესის ფარგლებში, არ აღიარებენ მანდატებს, მათთვის მინიჭებულ მანდატების პასუხისმგებლობას გაურბიან და გაურბიან ყველა შინაარსობრივ საუბარს, როგორიც იქნებოდა მათ შორის ქალბატონ პია კაუმასთან“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

შეგახსენებთ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ამას კი წინ, როგორც ქვეყნის შიგნიდან რადიკალების, ისევე მათი უცხოელი მოკავშირეების მხრიდან საჯარო მოწოდებები უძღოდა. პია კაუმამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილიც გამოუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები